ალიევის ქალიშვილები აკონტროლებენ ბიზნეს იმპერიას, რომლის ღირებულებაც 13 მილიარდ დოლარზე მეტია – ამერიკელი ექსპერტი
აზერბაიჯანი აგრძელებს ბაქოს მორთვასა და აღჭურვას COP29 საერთაშორისო კლიმატის კონფერენციის წინ. მასპინძელი მთავრობები გაეროს კლიმატის ცვლილების ყოველწლიურ კონფერენციას ისე ღებულობენ, როგორც ოლიმპიადას ან მსოფლიო თასის გათამაშებას. ისინი არა მხოლოდ ფულს შოულობენ, არამედ რებრენდინგს ახდენენ საერთაშორისო აუდიტორიისთვის. ამის შესახებ The National Security Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ამერიკელი პოლიტიკური ანალიტიკოსი მაიკლ რუბინი წერს.
„აზერბაიჯანი COP29 საერთაშორისო კლიმატის კონფერენციის მასპინძლობისთვის აბსურდული არჩევანია. ეს ქვეყანა ვერ აჩენს თავს კლიმატის პოტენციურ მსხვერპლად. მისი მთავარი ეკოლოგიური პრობლემა კლიმატი კია არა მისი დაბინძურებაა და მმართველი ალიევების ოჯახთან დაკავშირებულ პირთა შესაძლებლობა – იდგეს კანონზე მაღლა.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული ქვეყანა მსოფლიოში და ყველაზე ნაკლებად თავისუფალი ქვეყანა, რომელიც მასპინძლობს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის მონაცემებით, თალიბანის დროს ავღანელებს უფრო მეტი პოლიტიკური უფლებები ჰქონდათ, ვიდრე აზერბაიჯანელებს ალიევის დროს. Freedom House-მა ასევე შეაფასა მთიანი ყარაბაღი, რომელიც აზერბაიჯანმა ერთი წლის წინ დაიპყრო და ახლა მართავს, როგორც ყველაზე ნაკლებად თავისუფალი ადგილი მსოფლიოში, ჩრდილოეთ კორეასა და ერითრეაზე უარესად.
ალიევისთვის ღონისძიებების გამართვის უფლების მინიჭება ნიშნავს ტირანიის გამართლებას. გაეროს კლიმატის ცვლილების წინა კონფერენციების მასპინძელი ქვეყნების უმეტესობას პრობლემები ჰქონდათ კორუფციასთან დაკავშირებით, მაგრამ არა აზერბაიჯანის მასშტაბით. აზერბაიჯანი არა მხოლოდ თავისუფლებისსიმცირეს განიცდის, არამედ ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოა მსოფლიოში. Transparency International-ი აზერბაიჯანს ბევრად უფრო კორუმპირებულად მიიჩნევს, ვიდრე, მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროები ან ყატარი და კიდევ უფრო უარესი, ვიდრე რუსეთი, ლიბანი და ირანი. ალიევის ორი ქალიშვილი აკონტროლებს ბიზნეს იმპერიას, რომლის ღირებულებაც 13 მილიარდ დოლარზე მეტია.
აზერბაიჯანის მასპინძლობის შესაძლებლობა განპირობებული იყო გაეროს მიერ კლიმატის კონფერენციის შემდეგ შემოღებული როტაციის სისტემით, რომელიც გაიზარდა მასშტაბით და პრესტიჟით, მაგრამ აზერბაიჯანი არ იყო ერთადერთი კანდიდატი.
სომხეთი, ქვეყანაა, რომლის ბრენდი ეკოლოგიურობაა, ასევე ცდილობდა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მასპინძლობას. აზერბაიჯანმა სომეხი მძევლები გამოიყენა, როგორც ვაჭრობის საშუალება და განაცხადა, რომ მათ გაათავისუფლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი თავის წინადადებაზე უარს იტყოდა. სახელმწიფო სამინისტრომ, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებას ცდილობს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს დათანხმებისკენ მოუწოდა. მან გააუქმა მოთხოვნა, მაგრამ აზერბაიჯანმა განაგრძო სომეხი ტყვეების დაკავება და 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორიის ოკუპაცია, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება სომხეთად ცნობს. გასულ წელს მთიანი ყარაბაღის ათასობით წლის მკვიდრი სომხური თემის ეთნიკური წმენდის შემდეგ, აზერბაიჯანმა ერთდროულად დაიწყო მთიანი ყარაბაღის სომხური მემკვიდრეობის სისტემატური განადგურება.
თეთრი სახლის კურთხევა აზერბაიჯანისთვის, რომ უმასპინძლოს COP29-ს დღეს, არის იმის ტოლფასი, რომ სადამ ჰუსეინის ერაყს საერთაშორისო ფორუმის მასპინძლობის უფლება მიეცათ,ამავ დროს კი კუვეიტის ოკუპაცია განარგრძნო.
ის ფაქტი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამჟამად აქებს აზერბაიჯანის რეჟიმს, ღრმად პრობლემურია“, – წერს ამერიკელი პოლიტიკური ანალიტიკოსი მაიკლ რუბინი თავის სტატიაში The National Security Journal-ში.