მთავარისაზოგადოება
სრულიად სომეხთა კათოლიკოსის ხელმძღვანელობით ბაქოში გაყალბებული ბრალდებებით დაკავებული პატიმრებისთვის ლოცვა აღევლინება
სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ II-ის ხელმძღვანელობით, 10 ნოემბერს, ეჩმიაწინის დედა ტაძარში, სომხეთისა და დიასპორის ყველა ეპარქიის ტაძარში, წმინდა ლიტურგიის დროს, აღესრულება ლოცვა ყველა იმ სომეხთათვის, ვინც ახლა იმყოფება აზერბაიჯანში დატყვევებული, გატაცებული თუ დაპატიმრებული და რომლებსაც აზერბაიჯანმა შეთითხნილი, გაყალბებული ფაქტებით ბრალდება წაუყენა.
სრულიად სომეხთა პატრიარქის მიერ ამ ლოცვის აღავლენის წინა დღეებში, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (WCC) და ეკლესიათა ევროპის კონფერენცია (ECC) მოუწოდებს თავიანთ წევრ ეკლესიებს და ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანს, 10 ნოემბერს შეუერთდნენ სომხეთისა და არცახისადმი მიძღვნილ ლოცვას.