ქაჯარან-აგარაკის მონაკვეთზე „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ 360 მეტრიანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
360 მეტრიანი გვირაბისა და საგზაო ინფრასტრუქტურის ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა აგარაკიდან ქაჯარანამდე “ჩრდილოეთ-სამხრეთის” საავტომობილო დერეფნის ადგილზე (მე-4 გადასახვევი) დაიწყო. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის ფონდმა 150 მილიონი დოლარი გამოყო. პროექტი განრიგის მიხედვით ხორციელდება. ამის შესახებ ევრაზიის სტაბილიზაციისა და განვითარების ფონდის (ESDF) თანამშრომლების მისიის დროს აღნიშნეს.
პროექტის ფარგლებში ფონდმა დაგეგმა 32 კილომეტრიანი გზის, ორი გვირაბის (360 და 520 მეტრი) და 17 ხიდის მშენებლობა, რომელთაგან ერთ-ერთის სიგრძე 720 მეტრზე მეტია.
ავტომაგისტრალის პროექტში ევრაზიის სტაბილიზაციისა და განვითარების ფონდის მონაწილეობის ჯამური თანხა 350 მილიონი დოლარია. გზატკეცილი გადის ქვეყნის 6 რეგიონში, მათ შორის ერევანში. მას ყოველწლიურად 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს სომეხი მწარმოებლების სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომას და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს. ევრაზიის სტაბილიზაციისა და განვითარების ფონდი არის 9 მილიარდი დოლარის მოცულობის რეგიონული ფინანსური მექანიზმი, რომელიც დაარსდა 2009 წელს სომხეთის რესპუბლიკის, ბელორუსის რესპუბლიკის, ყაზახეთის რესპუბლიკის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მიერ.