აზერბაიჯანმა უნდა გაათავისუფლოს სომეხი ტყვეები – ეკოაქტივისტი
თარგმანი
ავტორი გიტა ელიბეკიანი
„აზერბაიჯანმა უნდა გაათავისუფლოს სომეხი ტყვეები”, – განაცხადა ცნობილმა შვედმა ეკოაქტივისტმა თბილისში გრეტა თუნბერგმა „სომხეთის საზოგადოებრივ რადიოსთან“ ინტერვიუში, რომელიც უერთდება თვეების წინ დაწყებულ სომეხი ტყვეების გათავისუფლების გლობალურ კამპანიას.
„აზერბაიჯანში მყოფი ყველა პოლიტიკური პატიმარი და ტყვე უნდა გათავისუფლდეს. მე ვუერთდები მსოფლიო კამპანიას და გამოვხატავ ჩემს გადამწყვეტ მოთხოვნას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ზეწოლა, გამოვიყენოთ სანქციები ბაქოს წინააღმდეგ არა მხოლოდ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის, არამედ სომხების ეთნიკური წმენდისთვისაც“.
კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მებრძოლმა ცნობილმა აქტივისტმა აზერბაიჯანში კლიმატის ცვლილების კონფერენციის ბოიკოტირებისას განაცხადა, რომ მომავალ კვირას თბილისიდან ერევანში გაემგზავრება სომხეთისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოსახატავად.
„მოუთმენლად ველი ჩემს ვიზიტს სომხეთში, რათა შევხვდე აქტივისტებსა და პოლიტიკური საზოგადოების წარმომადგენლებს. დამწუხრებული ვარ იმ მოვლენებით, რაც სომეხმა ხალხმა განიცადა: დეპორტაცია, ეთნიკური წმენდა… მსოფლიო არ უნდა დადგეს განზე, უყუროს რას აკეთებს აზერბაიჯანის ავტორიტარული რეჟიმი“.
თუნბერგი ფარისევლად თვლის გაეროს კლიმატის კონფერენციის ჩატარებას „ავტორიტარულ ნავთობის მწარმოებელ ქვეყანაში, სადაც ადამიანის ძირითადი უფლებები უგულებელყოფილია, უფლებადამცველების საქმიანობა აკრძალულია, ეკოაქტივისტები, გარემოსდამცველები და ჟურნალისტები გამოძიების გამო გადაასახლეს. “
კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდა აქტივისტი თბილისიდან და ერევანიდან ბაქოში გამართულ კონფერენციაზე ბოიკოტს გამოთქვამს.
რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი იყენებს COP29 კონფერენციას გარიგებების გასაფორმებლად და ნავთობის ექსპორტის გასაზრდელად. აქტივისტი მსოფლიოს მოუწოდებს დაგმონ აზერბაიჯანის ქმედებები.
„ავტორიტარულ, ნავთობის სახელმწიფოს კლიმატის კონფერენციის მასპინძლობის უფლების მიცემით, ჩვენ მას მწვანე შუქს ვუნთებთ, რომ იყოს მსოფლიო ასპარეზზე, გააგრძელოს ადამიანის უფლებების დარღვევა, რეპრესიები, დანაშაულები და სომხების ეთნიკური წმენდა…“
შვედი აქტივისტი თბილისში გასულ კვირას, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსთაველის გამზირზე გამართულ პირველ პოსტსაარჩევნო აქციაზე მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების მომხრეებს.