ეკონომიკა

სომხეთის საბანკო სისტემაში ქართული სუნთქვა იგრძნობა  – ლევან გოგოლაძე

სომხეთში დოლარზე დამოკიდებულება მინიმუმამდეა დაყვანილი, არსებობს რეფინანსირების დაბალი  საპროცენტო განაკვეთები, რაც  ჩვენი ეკონომიკის უპირატესობაა, – ამის შესახებ „რადიოლურთან“ ექსკლუზიურ საუბარში საქართველოს ბანკების კავშირის მდგრადი დაფინანსების კოორდინატორმა  ლევან გოგოლაძემ განაცხადა.  მან  მიმდინარე წელი შეაფასა  საქართველოს ბანკსა და სომხურ ამერიაბანკს შორის ტრანზაქციის კუთხით.

სომხეთის ბანკების კავშირთან თანამშრომლობა წელს დავიწყეთ მემორანდუმის ხელმოწერით. წელი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ქართული კომერციული ბანკიდან სომხეთში ინვესტიცია განხორციელდა,  „საქართველოს ბანკის“ ჯგუფმა  „ამერიაბანკის“ აქციები იყიდა. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობის პირველი ნაბიჯია. ბევრი გეგმა გვაქვს სომხეთის ბანკების კავშირთან, ასევე ფორუმების ორგანიზების კუთხით – აღნიშნა რესპოდენტმა.

სომხეთისა და საქართველოს საბანკო სისტემის  შედარებისას   ბატონმა  ლევან გოგოლაძემ აღნიშნა, რომ   სომხეთის საბანკო სექტორი ვითარდება.  „მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რამდენად ეფექტურად მიაღწია სომხეთმა დედოლარიზაციას, დოლარზე დამოკიდებულების შესუსტებას. საქართველოსთან შედარებით, თქვენ გაქვთ კარგი პორტფელის საპროცენტო განაკვეთი, დენომინირებული ადგილობრივ ვალუტაში. ზოგადად, საკმაოდ მსგავსი გამოცდილება გვაქვს, საკმაოდ მსგავსი განვითარებები ინდიკატორებისა და მოქმედი ბანკების რაოდენობის მხრივ. საქართველოში ჩვენ გვაქვს 18 ბანკი, თქვენ გაქვთ 17, ასე რომ თითქმის იგივეა“.

გოგოლაძეს მიაჩნია, რომ  საერთო საბანკო სისტემაში ნაკლები კონცენტრაცია კონკურენციისთვის უკეთესია. ეს ორი ბანკი, დიახ, ნამდვილად გამოირჩევა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებზეა დაფუძნებული და ვფიქრობ, არის შანსი, რომ სხვა ბანკებიც გაიზარდონ და გაზარდონ თავიანთი წილები.

კითხვაზე, თუ როგორი თანამშრომლობა შეიძლება არსებობდეს სომხურ-ქართულ საბანკო სისტემებს შორის, რა შეიძლება მივიღოთ ამით? რესპოდენტმა უპასუხა:

თანამშრომლობამ უნდა მოიტანოს რეალური ახალი ერთობლივი პროექტები და ზოგადად სასიკეთო შედეგები ორივე ქვეყნისთვის.

„ვფიქრობ, საქართველოს ბანკი ერთ-ერთი ლიდერია, განსაკუთრებით დიგიტალიზაციის სფეროში. მაგალითად, წელს მან პირველი ადგილი მოიპოვა კონკურსში „მობილური აპლიკაცია და ციფრული პროდუქტი“. ეს ნიშნავს, რომ ისინი მართლაც ძალიან ძლიერები არიან. მე მჯერა, რომ ეს განვითარება და გამოცდილება, რაც მათ აქვთ, თქვენს ადგილობრივ ბაზარზე გადავა. თქვენ ნახავთ უკეთეს გადაწყვეტილებებს, უკეთეს მომსახურებას სომხეთში“.

ნახეთ მეტი
Back to top button