საერთაშორისო ევანგელისტმა და აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერმა ჯოელ ტენიმ Facebook-ის პოსტში გამოაცხადა, რომ დაიკავებს თანამდებობას, რომელიც მიზნად ისახავს „სომხეთისა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაძლიერებასა და განვითარებას“.
„დაწვრილებით ინაუგურაციის შემდეგ. დაე, უფალმა დალოცოს ჩვენი ორი ერი, წარმართოს ისინი თავისი სიმართლით და მიანიჭოს მათ ხანგრძლივი კეთილდღეობა“, – წერს ტენი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.