ლევონ მელიქსეთ-ბეკის ვაჟი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გასულ კვირას, 3 ნოემბერს, თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა პანთეონში, პატივცემული მამის, საქართველოში, სომხეთსა და აღმოსავლურ სამყაროში ცნობილი მეცნიერის, დიდი ორდენის უკანასკნელი მამაკაცი წარმომადგენლის ლევონ მელიქსეთ-ბეკის გვერდით დაკრძალეს მისი ვაჟი, ჭადრაკის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ევგენი (ტუგა) ლევონის ძე მელიქსეთიანი (1936-2024).
ამის შესახებ გაზეთი “საქართველო” წერს. 2001 წელს ევგენი (ტუგა) მელიქსეთიანი საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ღირსების მედლით დააჯილდოვა, ხოლო 2012 წელს ბაქოში გამართულ საჭადრაკო კონფერენციაზე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა მას მიანიჭა „ჭადრაკის დამსახურებული მოღვაწის“ წოდება მსოფლიო ჭადრაკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. ევგენი (ტუგა) მელიქსეთიანი იყო გამოჩენილი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა გამორჩეული მოღვაწის, ისტორიკოსის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორის ლევონ მელიქსეთ-ბეკის (1890-1963) ვაჟი.