კულტურა

მშენებლობა დასასრულს უახლოვდება  – საქართველოს კულტურის მინისტრი თბილისის სახელმწიფო სომხურ დრამატულ თეატრს ეწვია

ნოემბრის დასაწყისში საქართველოს კულტურისა და სპორტის ახლადდანიშნული მინისტრი თინათინ რუხაძე თბილისში, პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხურ დრამატულ თეატრს ეწვია, სამშენებლო დასკვნით ეტაპზე მყოფი შენობა დაათვალიერა. ამის შესახებ “არმენპრესი” სომხურ პერიოდულ “Georgia”-ზე დაყრდნობით იუწყება.მინისტრმა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, არმენ ბაიანდურიანთან ერთად, დაათვალიერა შენობა, გაეცნო თეატრის საჭიროებებს და სამინისტროს სახელით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სომხური თეატრის მასშტაბური სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. შენობის სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გამოცდების ეროვნული ბიუროს დასკვნამ დაადასტურა, შენობის დემონტაჟი და ახალი შენობის აშენება იყო საჭირო.აღსანიშნავია, რომ თბილისში, ქეთევან დედოფლის  გამზირზე მდებარე პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი ერთადერთი სომხური თეატრია, რომელიც მოქმედებს სომხეთის საზღვრებს გარეთ, როგორც სახელმწიფო თეატრი. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი თეა წულუკიანი კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე თინათინ რუხაძემ შეცვალა, რომელიც მანამდე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული პალატის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

ნახეთ მეტი
Back to top button