კულტურა
„სომხეთი ერთ დღეში“: Euronews
Euronews-მა გამოაქვეყნა სტატია სომხეთის შესახებ, რომელშიც მოგვითხრობს ერევნის არქიტექტურაზე, მუზეუმებსა და მუსიკაზე, ღვინის ტრადიციებზე, ასევე იმ ღირსშესანიშნაობებზე, რომლებიც სომხეთში ერთ დღეში შეგიძლიათ იხილოთ.
„ერევანში ჩასვლისას ხალხური მუსიკის მელოდიური ხმების ფონზე თქვენ დაგხვდებათ მოდური სამზარეულო და მდიდარი კულტურული კალენდარი, ქალაქის ისტორიული არქიტექტურა, რომელიც გადმოსცემს ქვის სიდიადეს. როდესაც თქვენ მზად იქნებით ქვეყნის მთლიანობაში შესასწავლად, სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯზე აღმოაჩენთ სომხეთის კულტურულ წარსულს, მთის მონასტრებიდან დაწყებული, პრეისტორიული ღვინის სოფლებით დამთავრებული“-ნათქვამია სტატიაში.