პოლიტიკა
ბაქო შეუფერებელი ადგილია გაეროს კლიმატის კონფერენციისთვის: Bild
მომდევნო 12 დღეში ბაქოში მუშაობას აგრძელებს COP29 ფორუმი. ეს არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მონაწილე ქვეყნების 29-ე შეხვედრა.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იმართება ავტორიტარული წესით, ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა და სიტყვის თავისუფლების აღკვეთა, აზერბაიჯანს კი უწყვეტი კონფლიქტი აქვს მეზობელ სომხეთთან, წერს გერმანული გაზეთი Bild-ი.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ბაქო შეუფერებელი ადგილია COP29-ისთვის, რადგან აზერბაიჯანის ენერგომომარაგების 98% დაფუძნებულია წიაღისეულ საწვავზე და მთავრობის შემოსავლის დაახლოებით ორი მესამედი ნავთობისა და გაზის ექსპორტზე მოდის.