საერთაშორისო

“დედოფალ შუშანიკის ბატალიონი” ფილმის ჩვენება სასტუმრო ბილტმორის შოურუმში

როგორც armeniachurch.ge წერს, 10 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორ“ თბილისში სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევითა და ეპარქიის ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილების ორგანიზებით, შედგა დავით გულიკიანისა და არტურ მარტიროსიანის ფილმის „დედოფალ შუშანიკის ბატალიონი“ ჩვენება. ფილმი ეძღვნება საქართველოს ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს, რომლებიც იბრძოდნენ აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

ღონისძიება განხორციელდა „სამოქალაქო დიალოგი და პრაქტიკული ნაბიჯები ცვლილებებისათვის 2023-2024“ პროექტის ფარგლებში, “Jinishian Memorial Foundation” ფონდის მხარდაჭერით.

ნახეთ მეტი
Back to top button