საზოგადოება

მიმდინარე წლის 9 თვეში სომხეთში თურქეთის 9810 მოქალაქე ჩამოვიდა, საიდანაც 190  არ დაბრუნებულა

2024 წლის იანვარ-სექტემბერში სომხეთს თურქეთის 9810 მოქალაქე ეწვია. სრ ეროვნული სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მათგან სომხეთი იმავე პერიოდში მხოლოდ 9 620-მა დატოვა, წერს „პასინფო“.

იმავე პერიოდში სომხეთს ეწვია ინდოეთის 37642 მოქალაქე, სომხეთი დატოვა 42502 მოქალაქემ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში სომხეთს ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქე ეწვია, 1 მილიონ 89 ათასზე მეტი ადამიანი, მათგან 1 მილიონ 79 ათასზე მეტმა სომხეთი უკვე დატოვა. სომხეთს უკრაინის 42 483 მოქალაქეც ესტუმრა, მაგრამ სომხეთიდან წასულთა რიცხვი მეტი იყო – 43 314.

ნახეთ მეტი
Back to top button