ეკონომიკა
სომხეთში ეკონომიკურმა წინსვლამ უკან უნდა დაატრიალოს ემიგრაციის ბორბალი – ფინანსთა მინისტრი
სომხეთში ეკონომიკური ზრდისა და აქტივობის ტემპები კვლავ მაღალია. ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვანისიანმა განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წლის პირველ ნახევარში 6,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, ეკონომიკური აქტივობის ინდექსის ზრდამ იანვარ-ივლისში 9,6 პროცენტი შეადგინა. ამ პირობებში, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდა 2024 წელს პროგნოზირებულია 5,8 პროცენტის დონეზე, ხოლო 2025 წელს – 5,6 პროცენტზე.
„ეკონომიკურმა წინსვლამ უკან უნდა დაატრიალოს ემიგრაციის ბორბალი“- ირწმუნება მინისტრი.