ეკონომიკა

ჩინეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს სომხური ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზაციაში – დროებითი რწმუნებული

ვიცით, რომ სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება იგეგმება, ასევე განიხილება ახალი ატომური სადგურის აშენების საკითხი. ამის შესახებ 12 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთში ჩინეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ჩენ მინმა განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სომხეთთან ენერგეტიკის სფეროში, დაინტერესებული ვართ ვითანამშრომლოთ ატომური ენერგიის სფეროში“, – აღნიშნა დიპლომატმა.

მან დასძინა, რომ გეღარქუნის რეგიონში ჩინეთი ახორციელებს პროექტს ფოტოელექტრული ელექტროსადგურის მშენებლობისთვის, რომელიც მალე ამოქმედდება.

„ამგვარად, ჩინური მზის სადგურები სომხეთის ენერგეტიკული სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება“, – თქვა ჩენმა.

ნახეთ მეტი
Back to top button