ბაქოში COP29-ში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი სომხეთიდან არცერთ ოფიციალურ პირს არ გაუკეთებია – საგარეო საქმეთა მინისტრი
ბაქოში გამართულ COP29 კონფერენციაში მონაწილეობისთვის სომხეთის რესპუბლიკის არცერთ ოფიციალურ პირს არ მიუმართავს.
“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პარლამენტ-მთავრობის კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.
რესპუბლიკის არცერთ ოფიციალურ პირს არ შეუტანია განაცხადი ბაქოში გამართულ COP29-ის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, არ დარეგისტრირებულა”, – თქვა მირზოიანმა.
„შესაძლებელია სომხეთის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ჰქონდეთ განაცხადი შეტანილი დასწრებაზე, მოგეხსენებათ, სომხეთის რესპუბლიკა თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანაა. ხოლო სომხეთის მთავრობას არ აქვს არც სურვილი და არც ბერკეტი, უხელმძღვანელოს და მართოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები“, – განაცხადა მირზოიანმა.
COP29 კონფერენცია ბაქოში 11 ნოემბერს დაიწყო და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. 11 ნოემბრის მდგომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა განაცხადა, რომ სომხეთს ჯერ არ გადაუწყვეტია მონაწილეობა მიიღოს თუ არა COP-29 კონფერენციაში. სომხეთი COP-29-ში მონაწილეობის საკითხს სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების დინამიკას უკავშირებს.