მთავარიპოლიტიკა

ერევანი და ბაქო ახლოს არიან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმების მიღწევასთან – მირზოიანი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თვლის, რომ ერევანი  და ბაქო სამშვიდობო შეთანხმების პროექტს კონსტრუქციულ ატმოსფეროში განიხილავენ და ძალიან ახლოს არიან სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ტექსტთან.

„დარჩენილია კიდევ  ერთი-ორი ფორმულირება, რომლებზეც მუშაობა უფრო ინტენსიურ, უფრო კონსტრუქციულ ატმოსფეროში გრძელდება. მინდა გამოვხატო ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ ჩვენ ნამდვილად ძალიან ახლოს ვართ სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო ტექსტთან“, –  განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა  ეროვნულ ასამბლეაში 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

ნახეთ მეტი
Back to top button