საზოგადოება

საფრანგეთი უპასუხოდ არ დატოვებს აზერბაიჯანის თავდასხმებს მის და ევროპის წინააღმდეგ  –  ფრანგი მინისტრი

საფრანგეთის ეკოლოგიური გარდამავალი მინისტრი აგნეს პანიერ-რიუნაშემ , ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ბაქოში COP 29 კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის კრიტიკას საფრანგეთისა და ევროპის შესახებ მკვეთრად გამოეხმაურა.  „არმენპრესის“ ცნობით, მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი ამ განცხადებებს უპასუხოდ არ დატოვებს.

„პრეზიდენტ ალიევის განცხადებები საფრანგეთისა და ევროპის წინააღმდეგ მიუღებელია. ჩვენს ქვეყანაზე, მის ინსტიტუტებსა და ტერიტორიებზე პირდაპირ  თავდასხმებს გამართლება არ აქვს.   აზერბაიჯანი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს, რაც არ არის მიზანშეწონილი. ეს თავდასხმები არის CCNUCC (გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის)  ქცევის კოდექსის აშკარა დარღვევა.  ისინი უპასუხოდ არ დარჩებიან. ასევე ირონიულია, რომ აზერბაიჯანის რეპრესიული და ანტითავისუფლებრივი რეჟიმი გვასწავლის  ადამიანის უფლებების შესახებ“, –  განაცხადა აგნეს პანიერ-რიუნაშემ.

მინისტრი ასევე მიუღებლად მიიჩნევს აზერბაიჯანის მიერ წიაღისეული საწვავის მხარდაჭერის გამოხატვას, როდესაც ფრანგულმა და ევროპულმა დიპლომატიამ  მიაღწიეს საერთო  შეთანხმებას წიაღისეული საწვავის გამოყენების ეტაპობრივად შეწყვეტის შესახებ  ჯერ კიდევ COP 28-ზე:

„ის COP-ის პრეზიდენტობის ღირსი  არ არის. მსურს მადლობა გადავუხადო ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთს იმ ვალდებულებისთვის, რომ გადახედონ სათბურის გაზების ემისიის შემცირების მიზნებს, რაც მათ უფრო ამბიციურს გახდის. იმისათვის, რომ ეფექტურად ებრძოლოს კლიმატის ცვლილებას, საერთაშორისო თანამეგობრობა მოითხოვს ასეთ პოზიტიურ დინამიკას, ვიდრე დაბალი დონის შეტევებს“, – ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button