პოლიტიკა
სომხეთი უახლოეს თვეებში გახსნის საელჩოებს უნგრეთსა და კვიპროსში
სომხეთის რესპუბლიკა უახლოეს თვეებში უნგრეთსა და კვიპროსში საელჩოებს დააფუძნებს.
“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ეროვნულ ასამბლეაში 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
„უახლოეს თვეებში თქვენ ნახავთ საელჩოების შექმნას უნგრეთსა და კვიპროსში. ჩვენ უკვე გვაქვს ოფისი სერბეთში“, – განაცხადა მირზოიანმა.
მისი თქმით, არის სხვა გეგმებიც, თუმცა მათზე საუბარი ჯერ ნაადრევად მიიჩნია.