კულტურა

გარდაიცვალა თენგიზ მიკოიანცი

გარდაიცვალა ცნობილი სომეხი მხატვარი, თბილისის მკვიდრი,  თენგიზ მიკოიანცი.

თენგიზ მიკოიანცი  დაიბადა 1964 წელს ქალაქ ხაშურში (საქართველო). 1985–1987 წლებში სწავლობდა მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1995 წელს. აკადემიის დამთავრების შემდეგ მან გამოფენა მოაწყო გერმანიაში, იტალიასა და აშშ-ში.

2005 წლიდან მიკოიანცის პერსონალური გამოფენები გაიმართა ერევანში, თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და ტიუმენში. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებშია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, საქართველოში და სხვა მრავალ ქვეყანაში.

 2011 წელს მხატვარს დაჯილდოვდა სომხეთის დიასპორის სამინისტროს არშილ გორკის სახელობის მედლით სახვითი ხელოვნების, ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკის გავრცელებისთვის, ასევე დიასპორაში სომხური ხელოვნების პოპულარიზაციისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button