სერგეი ფარაჯანოვის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრში „ჰაი-არტში“ გაიხსნა 10 დღიანი გამოფენა „თაობათა დიალოგი. ფარაჯანოვი და თანამედროვეები“, რომელსაც თან ახლავს კურსები. ამის შესახებ იუწყება ერევნის მუნიციპალიტეტი.
მიზანია სერგეი ფარაჯანოვის დაფასება, როგორც პიროვნება, პოეტური კინოს ფუძემდებელი, მსოფლიო კინოში უნიკალური ადგილის მქონე შემოქმედის.
10 დღის განმავლობაში „ჰაკობ კოჯოიანის“ საგანმანათლებლო კომპლექსის პედაგოგები და მოსწავლეები, დირექტორი, სომხეთის სახელმწიფო სახვითი ხელოვნების აკადემიის, სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ ფარაჯანოვის აღქმებს.