„ტათევერი“ მესამედ აღიარეს მსოფლიოში საუკეთესო საბაგიროდ
საბაგირო “ტათევერ”-მა მესამედ მოიპოვა ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, World Travel Awards 2024-ზე, წელს “მსოფლიოს წამყვანი საბაგირო” ღია კენჭისყრის შედეგების მიხედვით “ტათევერ”-ის გამარჯვება გამოცხადდა 24 ნოემბერს პორტუგალიაში World Travel Awards 2024-ის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, კუნძულ მადეირაზე.
World Travel Awards-ს ხშირად „ტურიზმის ოსკარს“ უწოდებენ.
“ტათევერის” საბაგიროს დირექტორმა მარია ბუტენკომ ხაზი გაუსვა ჯილდოს მნიშვნელობას სომხეთში ტურიზმის განვითარებისთვის. „World Travel Awards-ზე გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი თანადამფუძნებლის რუბენ ვარდანიანის ეს პროგრამა კარგად იყო გააზრებული, სრულად ემსახურება თავის მიზანს და გააგრძელებს სომხეთისთვის სარგებლის მოტანას.
„ტათევერ“-ის მშენებლობას ახორციელებდა ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია Doppelmayr/Garaventa.