ეკონომიკა
2024 წლის მესამე კვარტალში სომხეთში მშპ 5.2%-ით გაიზარდა.
სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2024 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ფასებში 2 ტრილიონ 738 მილიარდ 969,1 მლნ დრამი (დაახლოებით 6 მლრდ 847 მლნ. აშშ დოლარი) იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 ტრილიონ 574 მლრდ 593,3 მლნ. (დაახლოებით 6 მლრდ 436 მლნ. აშშ დოლარი).
“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ სრ მთავრობაში ხაზგასმით აღნიშნეს, და დასძინეს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სომხეთში მშპ 5.2%-ით გაიზარდა.
2024 წლის მესამე კვარტალში სომხეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 894 328 სრ დრამი (დაახლოებით 2316 აშშ დოლარი) იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 872 832 სრ დრამთან (დაახლოებით 2261 აშშ დოლარი) შედარებით.