საზოგადოება
აზერბაიჯანელები ცდილობენ თბილისის საამირო და ქალაქი თბილისი აზერბაიჯანულად წარმოაჩინონ, მაგრამ რეალობა სხვაა
გადმოცემის მიხედვით, ქალაქი თბილისი V საუკუნეში დააარსა საქართველოს მეფემ ვახტანგ გორგასალმა. შემდგომში იგი ქართული სამეფოსა და სამაზროების ცენტრი იყო. VIII საუკუნეში არაბებმა ქალაქი დაიპყრეს და დააარსეს თბილისის საამირო, რომელიც უკვე X საუკუნეში წარმოადგენდა დამოუკიდებელ მუსულმანურ სახელმწიფოს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, უპირატესად ქართველი მოსახლეობით. XII საუკუნეში საქართველოს მეფემ დავით IV აღმაშენებელმა საბოლოოდ გაათავისუფლა და კვლავ ქართული სახელმწიფოს დედაქალაქად აქცია. 1918 წლიდან თბილისი საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქია.
ქალაქზე არაერთი ცნობა არსებობს ქართულ, ბიზანტიურ, სომხურ, არაბულ-მაჰმადიანურ და სხვა წყაროებში, მაგრამ არ არსებობს დოკუმენტი ან წყარო, რომელშიც ეს ქართული ქალაქი აზერბაიჯანულად იყოს მოხსენიებული.