ეკონომიკა

სომხეთიდან ხორბლის, მესლინის, ქერის, სიმინდის, წიწიბურის, მზესუმზირის თესლისა და მზესუმზირის ზეთის ექსპორტი აიკრძალა

სომხეთის   მთავრობამ  დროებით, 6 თვით,  აკრძალა რამდენიმე საქონლის ექსპორტი სომხეთიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის არწევრ  ქვეყნებში.

შესაბამისად, აიკრძალა  მთელი რიგი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტირება,  მათ შორის: ხორბლის, მესლინის, ქერის, სიმინდის, წიწიბურის, მზესუმზირის თესლის და მზესუმზირის ზეთის.

გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სომხეთის რესპუბლიკის სასურსათო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილიზაციის უზრუნველყოფას.

აღნიშნულ პროდუქტებთან დაკავშირებით შიდა წარმოება არ აკმაყოფილებს სომხეთის ბაზრის მოთხოვნებს,  რაც  უზრუნველყოფილია ძირითადად იმპორტის მოცულობების ხარჯზე.

გადაწყვეტილებით დაწესებული აკრძალვა არ გავრცელდება სომხეთში  იმპორტირებულ და სომხეთიდან  „რეექსპორტის“ საბაჟო წესით ექსპორტირებულ საქონელზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისიდან დაწესდა ექსპორტის დროებითი აკრძალვა 6 თვის ვადით, რომლის ოპერირება 2025 წლის 3 იანვარს უნდა დასრულებულიყო.  ამ გადაწყვეტილების პროექტის მიხედვით, შემოთავაზებული იქნა ექსპორტის აკრძალვის კიდევ 6 თვით გახანგრძლივება.

ნახეთ მეტი
Back to top button