ეკონომიკამთავარი

სომხეთი ევროკომისიისგან 12,9 მლნ ევროს დახმარებას მიიღებს, რომელიც ბირთვული უსაფრთხოებისთვის იქნება მიმართული

სომხეთის მთავრობამ  დაამტკიცა დაფინანსების შეთანხმება სომხეთსა და ევროკომისიას შორის „სომხეთში ბირთვული უსაფრთხოების, რადიაციული დაცვისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის გაძლიერება“.

სომხეთის  ბირთვული უსაფრთხოების რეგულირების კომიტეტის ერთ-ერთი ამოცანაა ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოების რეგულირების ინფრასტრუქტურის მიახლოება ევროკავშირის დირექტივებთან სომხეთ- ევროკავშირის  ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) შესაბამისად.  შეთანხმება  ასევე მოიცავს  სომხეთის ვალდებულებას გააგრძელოს დაახლოების პროცესი ევროკავშირთან თანამშრომლობით. სომხეთმა შეიმუშავა საგზაო რუკა პარტნიორობის შეთანხმებით  განსაზღვრული ღონისძიებების დროული და სრული განხორციელების უზრუნველსაყოფად.

ნახეთ მეტი
Back to top button