ეკონომიკა
2025 წელს სომხეთში 8 ათასი ელექტრომობილის იმპორტი საბაჟო გადასახადის გარეშე იქნება შესაძლებელი
სომხეთის მთავრობამ დღეს, 28 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება სატარიფო შეღავათების გამოყენებისა და 2025 წლის განმავლობაში სომხეთის ტერიტორიაზე იმპორტირებული ელექტროძრავიანი მანქანების იმპორტის პროცედურის დამტკიცების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 2024 და 2025 წლებისთვის სომხეთს გამოეყო სატარიფო კვოტა ელექტროძრავიანი მანქანების იმპორტზე 8000 ერთეულის ოდენობით /ყოველწლიურად/, რომლის ფარგლებშიც იგეგმება 0 % -იანი საიმპორტო გადასახადის განაკვეთი.
ამ პრივილეგიას ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება, ამიტომ გადაწყდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება 2025 წლისთვისაც.