სრ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სიტყვით გამოვიდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეის 23-ე სესიაზე, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის ისტორიის გათვალისწინებით, ქვეყანას მტკიცედ სჯერა, რომ დაუსჯელობის აღმოფხვრას, სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის ხელშეწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მათი მიღწევა მხოლოდ ძალისხმევის გაერთიანებითაა შესაძლებელი.
„პირველ რიგში, მინდა მივულოცო ასამბლეის პრეზიდენტს მისი წარმატებული პრეზიდენტობა ამ წლის განმავლობაში. მისი ძალისხმევა, ეინ გაუძღვეს მონაწილე სახელმწიფოებს ამ რთულ დაგამოწვევებით სავსე დროში, ნამდვილად იმსახურებს მაღალ შეფასებას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთის წარმომადგენელი პირველად გამოდის ასამბლეის სესიაზე, როგორც რომის სტატუტის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ამ გზაზე, მაგრამ მზად ვართ ვითამაშოთ აქტიური როლი. ადვილი არ ყოფილა ამ მაღალი ორგანოს წევრად გახდომის გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, სომხეთის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ მტკიცედ დავრწმუნდით, რომ დაუსჯელობა უნდა დასრულდეს, რადგან სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ის მხოლოდ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. იგი ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო სამართლის განვითარებას, რაც მას უფრო აქტუალურს ხდის მიმდინარე გამოწვევებთან მიმართებაში. და, ალბათ, რაც მთავარია, ის უზრუნველყოფს სამართალს დანაშაულის მსხვერპლთათვის, რაც მშვიდობისა და შერიგების მნიშვნელოვანი კომპონენტია. აქედან გამომდინარე, სომხეთი სრულად აღიარებს და იღებს თავის პასუხისმგებლობას აქტიური წვლილი შეიტანოს სასამართლოს გაძლიერებასა და წინსვლაში.
სამწუხაროდ, უმძიმესი საერთაშორისო დანაშაულების გეოგრაფია ფართოვდება და ტექნოლოგიური განვითარება მათ განხორციელების ახალ მეთოდებსა და შესაძლებლობებს იძლევა. აუცილებელია, რომ თანამოაზრე ქვეყნებმა არ დაიშურონ ძალისხმევა, რათა თავიდან აიცილონ და დასაჯონ უმძიმესი დანაშაულებები, რომლებიც კაცობრიობის გამოწვევას უგზავნიან. გენოციდის, ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების და აგრესიის სახით.
ჩვენ უკვე ვნახეთ ძალიან ბევრი სიტუაცია, როდესაც ადრეული გაფრთხილება და ქმედება ძირს უთხრის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, რაც პარალიზებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაზე უშუალოდ პასუხისმგებელი ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებას. ამ მხრივ, პრევენციის მექანიზმების, განსაკუთრებით ადრეული გაფრთხილების შესაძლებლობების, ასევე საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის სისხლის სამართლის სასამართლოს შემაკავებელი პოტენციალის გაძლიერებამ შეიძლება მიგვიყვანოს უსაფრთხო სამყარომდე მხოლოდ გლობალური კონსენსუსის გაძლიერებით და რწმენით, რომ ვერ ვიქნებით ტოლერანტული მძიმე დანაშაულების მიმართ და რომ ანგარიშვალდებულება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა გრძელვადიანი მშვიდობისთვის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოფთ, რომ სამართლიანობა კი არ იყოს რამდენიმეს პრივილეგია, არამედ ის ყველას უფლება იყოს.
სომხეთი მზადაა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესებში დაუსჯელობის თავიდან ასაცილებლად და საერთაშორისო ნორმების დაცვის ვალდებულების გაძლიერების მიზნით. როგორც გენოციდის პრევენციის დღის წესრიგის დიდი ხნის დამცველი, სომხეთი დგას საერთაშორისო მოქმედებების სათავეში, რომელიც მიზნად ისახავს გენოციდის დანაშაულის წინააღმდეგ პოლიტიკისა და პრაქტიკის გაძლიერებას, ასევე პრევენციის მეთოდების ხელშეწყობისკენ მიმართული საერთაშორისო საჯარო ქსელის ჩამოყალიბებას.
შესაბამისად, სომხეთის მიერ არის ინიცირებული „გლობალური ფორუმი გენოციდის დანაშაულის შესახებ“, რომელიც ორგანიზებულია გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისა და ამ დანაშაულის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით. სომხეთი ამაყობს იმით, რომ არის ამ რეზოლუციის ავტორი.
ვაჯამებ რა ჩემს გამოსვლას, მინდა შევეხო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბუნებას, რომლის საქმიანობის მთავარი ამოცანაა მსხვერპლთა პრობლემები. ჩვენ გვჯერა, რომ მსხვერპლი იმსახურებს მიუკერძოებელ სამართლიანობას, რადგან დაუსჯელ დანაშაულს ახასიათებს გამეორება.
მსხვერპლთა მხარდაჭერის კონტექსტში ნება მომეცით გამოვხატო ღრმა მადლიერება „მსხვერპლთა მხარდაჭერის ფონდს“ რომის სტატუტით განსაზღვრული დანაშაულებით გამოწვეული ზიანის დაძლევისა და პროგრამების განხორციელებისთვის.