საერთაშორისო

ევროინტეგრაციის შეწყვეტა და შიდა კონფლიქტები –  საქართველოში შიდა პოლიტიკური კრიზისი გრძელდება

შიდა პოლიტიკური ვითარება საქართველოში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ქვეყანაში გაღრმავებული კრიზისი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაძაბულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უთანხმოებით, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობის გართულებით არის განპირობებული.

ამავდროულად, აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა და გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თანამდებობა დეკემბრის ბოლოს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა დატოვოს. Reuters-ის ცნობით, თუმცა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ „ლეგალურად არჩეული პარლამენტი“ ჩამოყალიბდება. მისი თქმით, მოქმედ პარლამენტს ახალი პრეზიდენტის არჩევის კანონიერი მანდატი არ აქვს.

„არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი და არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, ამიტომ ინაუგურაცია  გამორიცხულია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ეს წინააღმდეგობა კიდევ უფრო აღრმავებს  პოლიტიკურ კრიზისს, რომლის პარალელურად პოლიტიკურ ძალებს შორის კონფლიქტი ეროვნულ დონეზე გადადის.

სააგენტო Reuters-მა შეახსენა, რომ მანამდე მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს. პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

საქართველოში პრემიერის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციები განსაკუთრებით გააქტიურდა, როდესაც მან განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადაიდო. ამ გადაწყვეტილებამ ევროინტეგრაციის მომხრეების აღშფოთება გამოიწვია. აქციის მონაწილეები უკვე მეოთხე დღეა თბილისის ქუჩებში არიან და სამართალდამცავები მათ წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით ფანტავენ.

მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობა მიუღებელია და საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის ნებას და ქვეყნის კონსტიტუციას, ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.

ამის ფონზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უფროსმა კაია კალასმა არ გამორიცხა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების, მათ შორის სავიზო შეზღუდვების გამოყენება, იტყობინება გერმანული სააგენტო dpa .

ამის შესახებ „რადიოლურთან“ საუბარში ქართულ საკითხებში ექსპერტმა ჰასმიკ მელიქსეთიანმა თქვა:  „ევროკავშირმა კობახიძის განცხადებამდე გაავრცელა განცხადება, რომელიც უფრო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგს ეხებოდა, სადაც ნათქვამია, რომ არ ცნობენ საქართველოში არჩევნებს და მოუწოდებს მმართველ პარტიას ერთი წლის განმავლობაში მოეწყოს ახალი არჩევნები. ანუ რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული მოვლენა მოჰყვა ერთმანეთს, რის შედეგადაც არის ის სურათი, რაც ამ მომენტში გვაქვს.

თუმცა, ევროკავშირის სანქციების დაწესება შესაძლებელია მხოლოდ ყველა წევრი სახელმწიფოს შეთანხმებით. გერმანულმა სააგენტო dpa-მ აღნიშნა, რომ ეს ამჟამად ნაკლებად სავარაუდოა, იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ცოტა ხნის წინ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

ნახეთ მეტი
Back to top button