მთავარიპოლიტიკა

მირზოიანი შეხვდა ICC-ის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს

2 დეკემბერსსომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ჰააგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საერთაშორისო სიხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პრეზიდენტს ტომოკო აკანს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სრ  წარმომადგენელი საერთაშორისო იურიდიულ საკითხებში იეღიშე კირაკოსიანი, სასამართლოს პირველი ვიცე პრეზიდენტი როსარიო სალვატორე აიტალა და გენერალური მდივანი ოსვალდო ჯავალა გილერი.

თანამოსაუბრეებმა გაცვალეს მოსაზრებები სასამართლოსა და სრ-ს  შორის ურთიერთქმედების საკითხებზე მიმდინარე წლის თებერვალში სომხეთის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანების შემდეგ. მირზოიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის ვალდებულებას ჩაერთოს საერთაშორისო თანამშრომლობის ძალისხმევაში, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვას და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას.

ასევე განიხილეს საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ხაზი გაესვა დამოუკიდებელი სასამართლო მექანიზმების როლის გაძლიერებას გლობალურ კრიზისებზე სათანადო რეაგირების, ასევე მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რომის სტატუტის დებულებების შესაბამისად ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფაზე მუშაობას, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოსთან ურთიერთობის პროცედურული ასპექტების დარეგულირებას.

ნახეთ მეტი
Back to top button