საერთაშორისო

მიხაილ როთი – თავისუფლებისთვის მებრძოლებს და თავდადებულ ევროპელებს საქართველოში სჭირდებათ სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით

ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების მანიპულაციასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ცნობას „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.

მისი თქმით, ქართველ ხალხს სჭირდება სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით.

„თავისუფლებისთვის მებრძოლებს და თავდადებულ ევროპელებს საქართველოში სჭირდებათ სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით: ევროკავშირის სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების მანიპულაციასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში. გაყალბებული არჩევნების არაღიარება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა!“ – წერს როთი.

ნახეთ მეტი
Back to top button