სომხური ანბანი ადგილს იპოვის ჟენევის პარკში. პროგრამა “ძლიერი დიასპორის” გამარჯვებული რუზანა ტარვერდიანი ორიგინალურ პროექტს ახორციელებს
ფონდ „ჰაისტან 2041“-ის პროგრამის „ძლიერი დიასპორა“ ერთ-ერთმა გამარჯვებულმა შვეიცარიაში მცხოვრებმა სომეხმა რუზანა ტარვერდიანმა თავისი პროექტის „ჩემი ენა ჩემი იდენტობაა“ შესახებ ისაუბრა Aravot.am-თან , სადაც მან წარადგინა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ტრემბეტ პარკში განთავსდება სომხური ანბანი.
რუზანა ტარვერდიანმა შეახსენა, რომ 2018 წ. შვეიცარიაში, ჟენევაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთაადმი მიძღვნილი ძეგლი გაიხსნა, სახელწოდებით „ხსოვნის ფარნები“ (ავტორი: მელიქ ოჰანიანი) და 8 წლიანი დაჟინებული ძალისხმევის შემდეგ, თურქების ზეწოლის მიუხედავად, შეიქმნა სომხური კუთხე, რომელმაც ვენეციის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე „ოქროს ლომი“ ჯილდო დაიმსახურა.
რუზანა ტარვერდიანის თქმით, მისი იდეა იყო სომხური ნაკვალევის ხაზგასმა, რომელიც ახლა ჟენევის არქიტექტურის მნიშვნელოვან, სიმბოლურ და განუყოფელ ნაწილად იქცა, სომხური ანბანის განთავსება ტრემბლეტ პარკში ეროვნული კულტურის შენარჩუნების სიმბოლოა.