ალიევის “ისტორიულ სამშობლოში” დაბრუნების ილუზიები სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების “მოწესრიგების” ფონზე
აზერბაიჯანში, განსაკუთრებით 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ, საკმაოდ ხშირად ვრცელდება ეგრეთ წოდებული „დასავლეთ აზერბაიჯანის“ ნარატივი. ტერმინი „დასავლეთ აზერბაიჯანი“ აღნიშნავს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას, რომლის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებს ბაქო უწოდებს ცრუ და ფიქტიურ სახელებს და ცხადია, არანაირი კავშირი არ აქვს ისტორიულ რეალობასთან.
აზერბაიჯანული მასმედიის მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია ან ანალიზი წარმოდგენილია როგორც “სიმართლე”, რომლის ავტორიც ქვეყნის დიქტატორული რეჟიმია.
პრეზიდენტი ალიევის თქმით, სომხეთის ამჟამინდელი ტერიტორია აზერბაიჯანულია და აზერბაიჯანელებს უნდა მიეცეთ ე.წ „ისტორიულ სამშობლოში“ დაბრუნების უფლება.
ამ ცრუ თეზისების გავრცელების მცდელობა საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში ხდება „გამოფენების“ და „ივენთების“ ორგანიზებით არა მხოლოდ თავად აზერბაიჯანში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის პარლამენტში „დასავლეთ აზერბაიჯანის“ დაბრუნების საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა.