განათლებისა და კულტური მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს
სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქრისტინა ქვეინი. მინისტრი მიესალმა ელჩს და ხაზი გაუსვა სომხეთ -აშშ თანამშრომლობის მნიშვნელობას შეხვედრისას საუბარი შეეხო კანონპროექტს „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების შესახებ“, ასევე უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო დონეზე აყვანის მნიშვნელობას. ხაზგასმით აღინიშნა მეცნიერების სფეროში კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, გადადგას აქტიური და მკაფიო ნაბიჯები აშშ-ს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობის მიმართულებით.
აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთში მადლიერება გამოხატა მიღებისთვის და ხაზი გაუსვა სომხეთთან მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავების ვალდებულებას. ელჩმა გამოხატა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, ასევე გამოხატა თავისი მუდმივი მხარდაჭერა კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით, ერთ-ერთი მათგანია მესროპ მაშტოცის სახელობის უძველესი ხელნაწერთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისთვის ხელშეწყობა – მთიან ყარაბაღში დაწერილი ხელნაწერებისა და მასთან დაკავშირებული უნიკალური დოკუმენტების რესტავრაციისა და პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში. მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები.
შეთანხმდნენ მე-20 საუკუნის ცნობილი ამერიკელი სომეხი მწერლის ვილიამ საროიანის სახლ-მუზეუმისა და სომხეთის ერთ-ერთი მუზეუმის ძალებით მოწყობილი იქნას ერთობლივი გამოფენა.