კაცობრიობა გადადის ახალ ეპოქაში, რომელიც დაამახსოვრდება სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებით – არმენ მანველიანი
მსოფლიო მილიტარიზაციის გზაზე მიდის, თითქმის იგივე მდგომარეობა უძღოდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს, რამაც გლობალური კონფლიქტი გამოიწვია. ამ კონტექსტში, რაღაც მომენტში რუსეთ-უკრაინის ომიც კი შეიძლება პატარა კონფლიქტად გამოიყურებოდეს, ამბობს პოლიტოლოგიის მეცნიერი და უსაფრთხოების ექსპერტი არმენ მანველიანი,
„რადიოლურთან“ საუბრისას მან თქვა, რიმ დაშლილია უსაფრთხოების ის წინა სისტემები, რომლებიც მაქსიმალურად აწონასწორებდნენ სიტუაციას.
„როდესაც შემაკავებელი სისტემები წყვეტს მუშაობას, მოჰყვება სამხედრო ოპერაციები, რაც იწვევს სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას. ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც მსოფლიოს დაამახსოვრდება სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებით“, – ამბობს არმენ მანველიანი.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის სამხედრო ხარჯები გაზარდეს პოლონეთმა, ესტონეთმა, ფინეთმა და ლიტვამ. ეს ქვეყნები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან რუსული სამხედრო აგრესიით, ამიტომ მათ საგრძნობლად გაზარდეს თავდაცვის ბიუჯეტი.
მოსკოვმა ასევე რეკორდულად გაზარდა სამხედრო ხარჯები.
2025 წლისთვის ის 145 მილიარდი დოლარი იქნება, რაც ქვეყნის მთლიანი ხარჯების დაახლოებით 41 პროცენტს შეადგენს. ეს უფრო მეტია, ვიდრე ჯანდაცვის, განათლების, სოციალური პოლიტიკისა და ეროვნული ეკონომიკის დაპირებული დაფინანსება ერთად. თავდაცვის ხარჯების ასეთი დონე ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა, -დააკვნა ექსპერტმა