მთავარიპოლიტიკა

მირზოიანმა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი გააცნო

სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ჰააგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს კასპარ ველდკამპს შეხვდა.

თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთსა და ნიდერლანდებს შორის ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოებისკენ მიმართული ნაბიჯები და ხაზი გაუსვეს, ერთი მხრივ, ბოლო წლებში ჩამოყალიბებულ თანამშრომლობის მყარ საფუძვლებს და  მეორე მხრივ, ერთობლივი  ძალისხმევით პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მზაობას.

განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პოტენციალის მქონე ძირითადი მიმართულებები.

არარატ მირზოიანმა და კასპარ ველდკამპმა საფუძვლიანად განიხილეს სრ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების არსებული პერსპექტივები.

მინისტრმა მირზოიანმა აღნიშნა, რომ ჰოლანდია არის მნიშვნელოვანი პარტნიორი სომხეთისთვის საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობის საქმეში.

სომხეთისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრებმა აზრები გაცვალეს რეგიონულ მოვლენებზე.

მინისტრმა მირზოიანმა წარმოადგინა სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მშვიდობის დამყარების მიზნით გაწეული ძალისხმევა, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი.

არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის მკაფიოდ გამოხატულ პოლიტიკურ ნებას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. რეგიონული საკომუნიკაციო ქსელის განვითარების კონტექსტში საუბარი შეეხო სრ მთავრობის მიერ შემუშავებულ პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინზე“.

ნახეთ მეტი
Back to top button