პოლიტიკა
რუსეთის ელჩი სომხეთში სირიის ელჩს შეხვდა და რუსეთის პოზიცია გამოხატა
3 დეკემბერს სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი შეხვდა სირიის ელჩს სომხეთში ნორა არისიანს.
საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საუბრისას რუსულმა მხარემ სირიის ხელმძღვანელობას და სირიელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა ტერორისტული ჯგუფების შეჭრის შემდეგ სირიის ჩრდილო-დასავლეთში ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით.
ხაზი გაესვა რუსეთის პრინციპულ და უცვლელ პოზიციას სირიის ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართულებით.