პოლიტიკა

სომხეთი შეუერთდა “ონლაინ თავისუფლების კოალიციას”

3 დეკემბერს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში, ცნობილი გახდა, რომ სომხეთის რესპუბლიკა შეუერთდა „ონლაინ თავისუფლების კოალიციას“.  კოალიციის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერით  სომხეთი გახდა კოალიციის 42-ე წევრი.

კოალიციაში გასაწევრიანებლად აუცილებელი დოკუმენტების გაცვლა მოხდა სომხეთისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, ნიდერლანდენი ამჟამად ტავმჯდომარეობს პლატფორმას.

ამასთან დაკავშირებით მინისტრებმა „X“ პლატფორმაზე შენიშვნები გააკეთეს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თავის პოსტში განაცხადა:

„მოხარული ვარ, რომ სომხეთი შეუერთდა „ონლაინ თავისუფლების კოალიციას“, რომელიც ჰოლანდიის პრეზიდენტობის დროს გამოცხადდა ჰააგაში საგარეო საქმეთა მინისტრ კასპარ ველდკამპთან ჩემი შეხვედრის შემდეგ. ეს არის კიდევ ერთი ეტაპი, რომელიც ასახავს სომხეთის ურყევ ერთგულებას ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული მიდგომის ხელშეწყობისთვის, მათ შორის ონლაინ პლატფორმებზე“.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის კასპარ ველდკამპისპოსტში კონკრეტულად აღნიშნულია: „მოხარული ვართ, რომ ჩვენი პრეზიდენტობის დროს სომხეთი შეუერთდა „ონლაინ თავისუფლების კოალიციას“. ეს ასახავს სომხეთის მტკიცე სურვილს, ხელი შეუწყოს და დაიცვას ადამიანის უფლებები ონლაინ დომენში, მე მივესალმები სომხეთის ამ ნაბიჯს.

სომხეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, „ონლაინ თავისუფლების კოალიციის“ მიერ გამოქვეყნებულ გზავნილში ხაზგასმულია, რომ ბოლო წლებში სომხეთმა აჩვენა ნება დაიცვას და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებს  ინტერნეტ სივრცეში, როგორც შიდა ინიციატივებით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიური მონაწილეობითა და თანამშრომლობით.

ნახეთ მეტი
Back to top button