პოლიტიკა

სომხეთი და კუხო (ОДБК) – ფაშინიანი განმარტებებს აკეთებს  ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და შემგომში მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე

დაზუსტების მიზეზი გახდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებები, რომლებიც როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასაბლეის  ტრიბუნიდან განაცხადა, რამდენიმე ასპექტში შეუსაბამოდ  მიიჩნია.

როგორც ფაშინიანმა განაცხადა, ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება   სომხეთ კუხოს თანამშრომლობის შესახებ,  სიმართლეს არ შეეფერება.  ფაშინიანის სიტყვებით „შეუქცევადობის წერტილი უკვე გავიდა“, ხოლო პუტინი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ კუხო-ში.

 „აქ ყარაბაღთან დაკავშირებულ სიტუაციას საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს.კუხო-ში ჩვენი მონაწილეობის გაყინვის კონტექსტში ყარაბაღის თემას საერთოდ არ შევხებივართ. 2021 და 2022 წლებში იყო ტერიტორიული ხელყოფა სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, იყო აგრესია სომხეთის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, ჩვენ ვნახეთ, რომ მოვლენები ამ მიმართულებით ვითარდება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს საკითხი განვიხილეთ ჩვენს მოკავშირესთან და მივიღეთ შესაბამისი პასუხიც, რომ რას ამბობთ, ასეთი რამ შეუძლებელია,   მსგავსი რამ არ შეიძლება მოხდეს, რადგან სომხეთის რესპუბლიკის საზღვრები წითელი ხაზიაო“.

„წითელი ხაზები“ ნებისმიერ შემთხვევაში დაირღვა დაკუხო-მ უბრალოდ განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი არ არის დემარკირებულიო.

მაშინ  ჩვენ ვთქვით „ესეც რუკა და ესეც ფანქარი და  გვაჩვენეთ  კუხო-ს პასუხისმგებლობის ზონა სომხეთის ტერიტორიაზე, გვაჩვენეთ სად გადის ეს ხაზი, ვერ გვაჩვენეს. ამაზე მე საჯაროდ ჩემი აზრი განვაცხადე მაშინ, თუ  კუხო-ს არ გააჩნია სომხეთში პასუხისმგებლობის ზონა და ამ  ზონას ის რუკაზე ვერ გვიჩვენებს,  მაშინკუხო, როგორც ორგანიზაცია   არ არსებობს-მეთქი“.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა გააყინა მონაწილეობა კუხო-ს საქმიანობაში, რუსეთის პრეზიდენტი მაინც აცხადებს, რომ ჩვენ ვუერთდებით ორგანიზაციის დოკუმენტებსა და გადაწყვეტილებებს. ეს განცხადება არასწორად მიიჩნია სომხეთის პრემიერმაც.

„ჩვენ არ ვმონაწილეობთ რაიმე დოკუმენტის შემუშავებაში, არ განვიხილავთ, არ ვაკეთებთ წინადადებას, არ გამოვხატავთ დამოკიდებულებას წინადადების მიმართ. ჩვენ უბრალოდ არ ვაწერთ ხელს, ვეტოს არ ვდებთ არცერთ დოკუმენტზე, რადგან ფაქტობრივად ჩვენ უკვე ვთვლით თავს  კუხო-ს მიღმა და მათ გადაწყვიტონ რა უნდათ, ჩვენ არ ვერევით მათ საქმეებში, არ ვამბობთ აი აქ ჩვენ ვეტოს დადების უფლება გვქონდაო.    მაგრამ განსხვავება ამ სიტუაციებსა და მის საჯარო ურთიერთგამოხატვას შორის უკვე უფრო და უფრო რთულდება,  ის კი არა და შეუძლებელს ხდის  სომხეთის რესპუბლიკის  კუხო-ში დაბრუნებას. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რეალურად გადავჭარით  შეუქცევადობის წერტილი“.

ნახეთ მეტი
Back to top button