მთავარიპოლიტიკა

„EAEU-ს უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი ქვეყნისთვის  არ არის მოსახერხებელი სხდომის სომხეთში გამართვა“ – ფაშინიანი სხდომის პეტერბურგში ჩატარების შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირადად მიზანშეწონილად მიიჩნია ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომის გამართვა სომხეთში, ამის შესახებ ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობასთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა  ანა ოპოზიციური ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრის ანა გრიგორიანის კითხვაზე პასუხის გაცემისას.

 „პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მე პირადად მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ღონისძიების გამართვა სომხეთის რესპუბლიკაში, რადგან, სამწუხაროდ, თქვენთვის ცნობილი გარემოებების გამო, ყველა წევრისთვის  სასურველი არ არის  უმაღლესი ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს სხდომის სომხეთის რესპუბლიკაში  ჩატარება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ისაუბრა რა რომის სტატუტის რატიფიკაციასა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაძლო დაპატიმრებას შორის კავშირზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:

„როდესაც ჩვენ რომის სტატუტის რატიფიცირებას ვახდენდით, დავუკავშირდით  ჩვენს პარტნიორებს რუსეთში.  ჩვენ მათ გავაცანით მაგალითი, რომელიც გვაქვს შეერთებულ შტატებთან, კერძოდ არსებობს  ორმხრივი შეთანხმება, რომელიც ხაზს უსვამს რომის სტატუტის გარკვეულ მახასიათებლებს მათ ურთიერთობებში. ჩვენც იგივე მექანიზმი შევთავაზეთ რუსეთს, მაგრამ რუსეთი ამას რატომღაც არ დათანხმდა“.

სხდომა  რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში გაიმართება.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს რეგულაციებით სავალდებულო არ არის სხდომის თავმჯდომარე ქვეყნის ტერიტორიაზე გამართვა.

ნახეთ მეტი
Back to top button