საზოგადოება
ლარსის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება 11 დეკემბრამდე
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, საერთაშორისო M-3 მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 77 -ე კმ-ზე, რუსეთის ფედერაციის საზღვრისკენ, სოფელ არხვეთთან, საყრდენი კედელი შენდება. რის შედეგადაც საავტომობილო მოძრაობა 11 დეკემბრამდე იკეტება. მოძრაობა განხორციელდება ნაწილობრივი შეზღუდვით ერთი ზოლის გამოყენებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო კონტროლით და კოორდინაციით“, – ნათქვამია განცხადებაში.