სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მის მიერ წარმოთქმულ ფრაზას „სომხური კარუსელი“ ეთნიკური ქვეტექსტი არ ჰქონია
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვებს მათი გაყალბებაზე განმარტა. იმ დროს Associated Press-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ არჩევნებზე „სომხური კარუსელი“ იქნა გამოყენებული, რამაც სკანდალი გამოიწვია, წერს „Эхо Кавказа“.
„მინდა ვთქვა საქართველოს მოქალაქე ეროვნებით სომხებში და მეზობელი ქვეყნის სომხებში ასევე აქტიურია რუსული პროპაგანდა. როცა ვლაპარაკობდი „სომხურ კარუსელზე“ ამას ეთნიკური ქვეტექსტი არ ჰქონია“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის „ტერმინი“ პირველად საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დროს გაიგო. მისივე თქმით, გაყალბების იგივე მეთოდი მიხეილ სააკაშვილის დროსაც გამოიყენებოდა.
“თუ არ ვცდები, სომხეთში მას “ქართულ კარუსელს” ეძახიან, აქ საერთოდ ეთნიკურ წარმომავლობაზე არ არის საუბარი”, – დასძინა მან.