პოლიტიკა

ერევანს მიაჩნია, რომ თურქეთთან ურთიერთობის მოწესრიგებამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს სომხეთ-აზერბაიჯანის დარეგულირებაზე

სომხეთი გულწრფელად არის დაინტერესებული თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით და თვლის, რომ ამან შეიძლება დადებითად იმოქმედოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციის პროცესებზეც. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა “მანამა დიალოგის” ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა.

მიგვაჩნია, რომ ანკარასთან ურთიერთობის დარეგულირებას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოგვარების პროცესებზე. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი უახლოვდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ალბათ აქ უნდა დავსვა ჩემი შეკითხვა. სად ხედავს თურქეთი თავის საგარეო პოლიტიკას როგორც რეგიონში, ისე ევროკავშირთან და დასავლეთთან ურთიერთობის კუთხით? აშკარაა, რომ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობს, სომხეთის მოსახლეობას აქვს ევროპული მისწრაფებები. საზღვრების გახსნის შემთხვევაში, თურქეთი, რომელიც ასევე არის ევროკავშირის საბაჟო კავშირის წევრი, შეიძლება გახდეს ხიდი სომხეთსა და ევროკავშირს შორის“, – აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ნახეთ მეტი
Back to top button