პოლიტიკა

მოსკოვი ყოყმანობს, ვაშინგტონი ხელგაშლილი იღებს, სომხეთის თავდაცვის მინისტრის ამერიკულ ვიზიტს უწოდებენ ისტორიულს

სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტს პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ისტორიული უწოდა. სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ შეფასება  უსაფუძვლო არ ყოფილა.   ეს სომხეთის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია პენტაგონში ბოლო 12 წლის განმავლობაში.

საუბარია თანამშრომლობის გაფართოებაზე, რასაც ექსპერტები იარაღის მიწოდებაზე არანაკლებ  მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.  ამის პარალელურად, ერევანმა  მიიღო შეხსენებები კუხო-სგან    –  სტრუქტურის წინაშე მისი ვალდებულებების შესახებ.

ლოიდ ოსტინსა და სურენ პაპიკიანს შორის შეხვედრისას მინისტრმა მდივანს სომხეთის შეიარაღებული ძალების რეფორმებზე ესაუბრა. შეხვედრაზე   თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები იქნა მონიშნული.

პაპიკიანმა შეხვედრის შემდეგ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა: „აშშ მხარს უჭერს სომხეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას და ხაზს უსვამს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა განაგრძობს გაფართოებას.

სამხედრო ექსპერტი ლეონიდ ნერსისიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობას ორი გარემოებით ხსნის.

Secretary of Defense Lloyd J. Austin III participates in a bilateral exchange meeting with Armenia Defense Minister Suren Papikyan at the Pentagon, Washington, D.C., Dec. 5, 2024. (DoD photo by U.S. Air Force Tech. Sgt. Jack Sanders)

„თუ სწორად მახსოვს, ბოლოს სომხეთისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 12 წლის წინ იყო, დიდი ხანი გავიდა. ეს ერთი და მეორეც,  შეხვედრის სტრატეგიული ხასიათი, რაც აქამდე არასდროს ყოფილა. შეხვედრები იყო, მაგრამ ვფიქრობ უფრო შეზღუდულ თემებზე“.

„ამჟამად ვხედავთ, რომ ბოლო 2 წელი მაინც საკმაოდ სერიოზული განვითარებაა აშშ-სთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში. აქაც ვნახეთ, რომ განიხილებოდა თემები, რომლებიც ამ მომენტისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, მაგალითად, რეფორმები ჯარში“.

სამხედრო ექსპერტი ხაზს უსვამს აშშ-ს მხარდაჭერას სომხეთში სერჟანტთა სკოლისადმი,  ამერიკული დელეგაციების ვიზიტებს, ასევე ინტერესს კიბერუსაფრთხოების და საბრძოლო მომზადების საკითხებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იარაღის შეძენა, ირწმუნება ლეონიდ ნერსისიანი.

სანამ პენტაგონი სომხურ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაზე საუბრობს და სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტს ვაშინგტონში ისტორიულად აფასებს, კუხო ერევანს ვალდებულებებს ახსენებს.

სომხეთს შეიძლება ჰქონდეს დავალიანება კუხო -ს  საწევრო მოსაკრებელთან  დაკავშირებით, განუცხადა რია ნოვოსტის რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე პანკინმა და დასძინა, რომ ამ დავალიანების  გადახდა შესაძლებელია ორი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

ამ განკარგულებამდე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ასამბლეაში განაცხადა, რომ სომხეთი თავს, ფაქტობრივად, კუხო -ს მიღმა თვლის. ნიკოლ ფაშინიანის ფორმულირება მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის განცხადებას, რომ კუხო  2020 წლის არცახის ომში ვერ ჩაერია, რადგან ყარაბაღი არ იყო სომხეთის ტერიტორია. მაშინ კი როცა უკვე მოხდა სომხეთის ტერიტორიის  ხელყოფა და სომხეთმა მიმართა კუხო -ს  დახმარების  მოლოდინით, ეს განცხადება უპასუხოდ დარჩა.

სამხედრო ექსპერტი ლეონიდ ნერსისიანი თვლის, რომ სომხეთ-კუხო-ს ურთიერთობის დინამიკა აჩვენებს, რომ სომხეთი ნელა, მაგრამ მიდის კუხო-დან გასვლის  მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button