პოლიტიკა

სომხეთს არასოდეს მიუღია რეალური მხარდაჭერა  კუხო-სგან  –  სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი

სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ფინეთში ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო „Lännen Media“-სთვის   მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფორმალურად სომხეთი კვლავ კუხო-ს ნაწილია, მაგრამ ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ შევაჩერეთ მონაწილეობა ორგანიზაციის საქმიანობაში.

მინისტრმა თქვა, რომ ათწლეულების მანძილზე ვფიქრობდით, რომ უნდა ვიყოთ ამ სამხედრო ალიანსში, რადგან გვქონდა საერთო საშიშროებები, გარკვეული შეშფოთება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის შესახებ, დაგვეხმარებოდა   ჩვენი სუვერენიტეტისა  და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თავდასხმა და დაირღვა ჩვენი  საერთაშორისოდ აღიარებული  საზღვრები,  როდესაც ეს მოხდა, ჩვენ არ  მიგვიღია რეალური მხარდაჭერა ჩვენი მოკავშირეებისაგან.

მათ მიერ გამოჩენილმა  გულგრილობამ გამოიწვია დიდი იმედგაცრუება.  მჟამად კი ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან სხვადასხვა სფეროებში. სიტყვა ეხება ეკონომიკას, ეკონომიკურ გამძლეობას, ისევე როგორც პოლიტიკურ დიალოგსა და ურთიერთმხარდაჭერას. ევროკავშირის სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე  მონიტორინგს აწარმოებს , ამ მოვლენების წარმოდგენა რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი იყო“, – დაასკვნა სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button