მთავარიპოლიტიკა

სომხეთს და აზერბაიჯანს შეუძლიათ მივიდნენ ისეთ გადაწყვეტილებებამდე, რომლებიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება  –   არარატ მირზოიანი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი 1991 წელს დამყარდა  ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე, რომელსაც ხელი მოაწერეს ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა და ადმინისტრაციული საზღვრები სახელმწიფო საზღვრად აქციეს. ახლა კი ორი ქვეყნის კომისიებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ შემდგომი დელიმიტაციისა და მკაფიო დემარკაციის მიმართულებით. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ფინეთში ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო „Lännen Media“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კომუნიკაციების გახსნის კონტექსტში, მინისტრმა მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ მივიდნენ ისეთ გადაწყვეტილებებამდე, რომლებიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის, აღადგინონ სარკინიგზო ტრანზიტი და თანდათან გააფართოვონ ის.

რაც შეეხება  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარების მესამე კომპონენტს   სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას –  „17 მუხლიდან შეთანხმებულია 15.  ვფიქრობ, ჩვენ შეგვეძლო დავესრულებინა  და ხელი მოგვეწერა შეთანხმებისთვის  COP29-ის კლიმატის სამიტამდეც ბაქოში. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა, მაგრამ ახლა ჩვენ მზად ვართ ეს გავაკეთოთ  მოკლე დროში.   გვაქვს ამის იმედი. ჩვენი ორი სახელმწიფოს ტრაგიკული წარსულის  მიუხედავად  გვეძლევა  მტრობის  გვერდის  დახურვის  შესაძლებლობა“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button