პოლიტიკა

სომხეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის 2025 წლის პროგრამას ხელი მოაწერეს

10 დეკემბერს, სომხეთის  თავდაცვის სამინისტროში გაიმართა სომხეთ-საფრანგეთის თავდაცვის სტრატეგიული კონსულტაციები, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის ლევონ აივაზიანის და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს  საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიის გენერალური დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე ესკორსიას  შორის. კონსულტაციების დროს გამოიკვეთა 2024 წელს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და განისაზღვრა მომავალი წლის გეგმები.

მხარეებმა ილაპარაკეს  აქტიური თანამშრომლობის სტრატეგიულ  მნიშვნელობაზე  და დაადგინეს თანამშრომლობის განვითარების უფრო მაღალი ბარიერი.

დელეგაცია ალექსანდრე ესკორსიას ხელმძღვანელობით მიიღო სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ედვარდ ასრიანმა. განიხილეს სომხეთში  შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესის პრიორიტეტები და საფრანგეთთან თანამშრომლობის კურსი.

კონსულტაციების დროს მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button