სპორტი

ლაშა ტალახაძემ ვარაზდატ ლალაიანთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა

სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპის შვიდგზის ჩემპიონმა  მძიმე წონაში (+109 კგ) ლაშა ტალახაძემ ინსტაგრამზე ვარაზდატ ლალაიანთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და წერს: „2024 წ.   მსოფლიო ჩემპიონი ლალაიანი“.

პარტია „ქართული ოცნების“ სიით საქართველოს პარლამენტში არჩეულმა ლაშა ტალახაძემ ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში მიმდინარე ამ  თვეში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა. 25 წლის ლალაიანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.

ნახეთ მეტი
Back to top button