გრენლანდიასთან დაკავშირებით მზარდი დაძაბულობის ფონზე, დანიამ შეცვალა ქვეყნის სამეფო გერბი
დანიის მეფე ფრედერიკ X-მა შეცვალა ქვეყნის სამეფო გერბი, რითაც უფრო თვალსაჩინო გახადა გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების სიმბოლოები: პოლარული დათვი და ვერძი.
გერბს ასევე ჩამოაშორეს სამი გვირგვინი, რომლებიც განასახიერებდა დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის კალმარის კავშირს, რომელიც 1397-1523 წლებში მოხდა. მეფის განცხადებაში ნათქვამია, რომ ელემენტი აღარ იყო აქტუალური.
დანიის სამეფო გერბის ცვლილება ხდება გრენლანდიასთან დაკავშირებით მზარდი დაძაბულობის ფონზე, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომ კუნძულზე კონტროლი აბსოლუტური აუცილებლობაა აშშ-სთვის, რაზეც ტრამპმა ასევე ისაუბრა მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც, რომელიც უარყოფილი იქნა. ამჯერად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მუნტე ეგედემ კვლავ უპასუხა, რომ გრენლანდია არ იყიდება.