ოფიციალური ერევანი არ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სომხეთი და შეერთებული შტატები უახლოეს დღეებში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს. გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ფრჩხილების გაუხსნელად განაცხადა, რომ წინა სომხურ-ამერიკული შეთანხმებები სწორედ ასეთი დოკუმენტის ხელმოწერას გულისხმობს.
„ჩვენ გვაქვს სტრატეგიული დიალოგი, რომლის სტრატეგიულ პარტნიორობაზე აყვანაზე შევთანხმდით. რა თქმა უნდა, ამის შესახებ არის განხილვის პროცესში არსებული დოკუმენტი ან დოკუმენტები, ამ განცხადებიდან სწორედ ეს გამომდინარეობს, დაგეგმილია შეხვედრაც და განხილვაც. რა შედეგი იქნება, თუ ვაკვირდებით სიახლეებს, ვნახავთ “, – განაცხადა მინისტრმა
კერძოდ როდის და სად შეხვდებიან ორი ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები სომხური მხარე არ აკონკრეტებს, – ,,შეიძლება რამდენიმე დღე დაველოდოთ და ვნახოთ“, – თქვა მირზოიანმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთი და შეერთებული შტატები მომავალ კვირას ვაშინგტონში დოკუმენტს მოაწერენ ხელს, გუშინ პარტია “რესპუბლიკისთვის” ლიდერმა არმან ბაბაჯანიანმა აშშ-ს დედაქალაქიდან გამოაცხადა და დასძინა, რომ შეთანხმება მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროს, კერძოდ, თავდაცვის სისტემების მოდერნიზაცციას, ერთობლივ წვრთნებს და რეგიონული სტაბილურობის ინიციატივებს, რაც სომხეთს აძლევს უფრო ძლიერ ინსტრუმენტებს თავისი სუვერენიტეტის დასაცავად.
სომხურ-ამერიკული ურთიერთობები სტრატეგიული დიალოგიდან პარტნიორობამდე გადაიზარდა თვეების წინ, სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯეიმს ო’ბრაიენის ერევანში ვიზიტის შედეგად. ერთობლივი განცხადების თანახმად, ეს გულისხმობს სომხეთის ეკონომიკური და ენერგეტიკული მდგრადობის მხარდაჭერას, უსაფრთხოებისა და სამართალდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას, სამართლიანობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობას. თავდაცვის კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა ამერიკის მხარდაჭერის როლი დარგის ტრანსფორმაციაში, ორი ქვეყნის ჯარებს შორის კონტაქტებით, აღინიშნა სწავლება „არწივი პარტნიორი 2023“, ასევე შეთანხმება ორმხრივი თავდაცვის კონსულტაციების ჩატარების შესახებ.
მიუხედავად ამისა, თუ ახალ დოკუმენტს ხელი მოეწერება 20 იანვრამდე, სანამ დონალდ ტრამპი შეუდგება მოვალეობის შესრულებას, აღმოჩნდება, რომ ერევანმა მიაღწია შეთანხმებას ვაშინგტონის გასულ ადმინისტრაციასთან. არის თუ არა რაიმე შიში, რომ შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლება გადახედავს მას ან საერთოდ არ განახორციელებს მას?
„რა თქმა უნდა, იქნება განსხვავებები ადმინისტრაციების სცენარებსა და ხედვებში, როგორც ყველა ქვეყანაში, მაგრამ საქმე გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სახელმწიფოსთან, სადაც ზოგადად ასევე არის ინსტიტუციური მეხსიერება, არის ინსტიტუციური ტრადიციები და არსებობს პოლიტიკა, რაც გრძელდება, საბოლოოდ ყველაფერი არ იცვლება: და ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და არა ამჟამინდელ ან მიმავალ ადმინისტრაციასთან, თანაგუნდელებთან ერთად“, – აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა დონალდ ტრამპთან, ერევნის ცნობით, პრემიერმა აშშ-ის ახალ ლიდერს ბოლო წლებში ორმხრივ ურთიერთობებში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.