რუსულმა ვებგვერდმა სომხეთს მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებული ექვსი უძველესი სახელმწიფოდან ერთ-ერთი უწოდა
რუსულმა ვებგვერდმა სომხეთს მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებული ექვსი უძველესი სახელმწიფოდან ერთ-ერთი უწოდა
პირველი სახელმწიფოები გაჩნდა დაახლოებით 6000 წლის წინ, მაგრამ ყველა მათგანმა ვერ მოახერხა დღემდე გადარჩენა. ზოგი უკან დაბრუნების გარეშე გაუჩინარდა, ზოგს კი მხოლოდ სახელი დარჩა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც შეინარჩუნეს კავშირი ძველ სამყაროსთან. ეს უკანასკნელი სომხეთსაც ეხება.
როგორც ვებგვერდი „Русская семерка“ წერს, სომხური სახელმწიფოებრიობის ისტორია დაახლოებით 2500 წლისაა, თუმცა მისი სათავე უფრო ღრმად უნდა ვეძებოთ არმე-შუბრიის სამეფოში (ძვ. წ. XII ს.), რომელიც, ისტორიკოს ბორის პიოტროვსკის ვარაუდით, ძვ.წ VII-VI საუკუნეებში გადაიქცა სკვითურ-სომხურ კავშირად. ძველი სომხეთი არის სამეფოებისა და სახელმწიფოების ჭრელი კონგლომერაცია, რომლებიც ერთდროულად არსებობდნენ ან ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: ტაბალი, მელიდი, მუშის სამეფო, ჰურიანი, ლუვიური და ურარტული სახელმწიფოები, რომელთა შთამომავლები საბოლოოდ შეერწყნენ სომეხ ხალხს. ტერმინი „სომხეთი“ პირველად ჩნდება სპარსეთის მეფის, დარიუს I-ის ბეჰისტუნის წარწერაში (ძვ. წ. 521 წ.), რომელმაც ასე დაასახელა სპარსეთის სატრაპია გადაშენებული ურარტუს ტერიტორიაზე. შემდგომ მდინარე არაქსის დაბლობზე იქმნება არარატის სამეფო, სხვა სამი – სოფენის, პატარა ჰაიქის და დიდი ჰაიქის ჩამოსაყალიბებლად. დაახლოებით ძვ. III საუკუნიდან სომეხი ხალხის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრი გადადის არარატის ველზე.
ვებგვერდმა სიაში კიდევ 5 ქვეყანა შეიყვანა: ირანი, ეგვიპტე, ჩინეთი, იაპონია, საბერძნეთი.